|
2017-05-29 15:07:22, 2530 ნახვა
სამართალი კომენტარი
საპატრიარქოს იურისტი: გიორგი მამალაძე სკანდალურ, ბინძურ გარიგებებში იყო ჩართული
საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, მამა გიორგი მამალაძე სკანდალურ, ბინძურ გარიგებებში იყო ჩართული. ქარჩავას დეტალები არ დაუკონკრეტებია: „უარესი ვიცი, რა სკანდალურ გარიგებებში იყო ჩართული, ვის რა წილი უნდა მიეღო და რა ბინძურ საქმეებში იყო ჩართული მამა გიორგი მამალაძე. მე კიარ ვიცი ეს მხოლოდ, საპატრიარქომაც იცის, ეკლესიის წევრებმა, საპატრიარქო წევრებმა კულუარულად ყველამ ყველაფერი იცის. უბრალოდ არ აღმოჩნდა პიროვნება, რომელიც თავის თავზე იტვირთებს ამას, ამ პიროვნებებს ამხელს და იტყვის, რომ ეს გუნდი უნდა წავიდეს ეკლესიიდან“,-აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში d დასძინა, რომ „სოსო ოხანაშვილსაც აქვს გარკვეული გარიგებები. „ წილებშია, ეკლესიის ქონებაში ჩამჯდარი თავის მეგობართან ერთად“,-აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ. ამასთან, ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, ანტიპატრიაქის მოძრაობაში ჩართულია სასულიერო აკადემიის ორი ლექტორი: „არსებობს კარგად ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც იბრძვის კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ და ეკლესიის წინააღმდეგ. ეს ხალხი არის ის, ვისაც არ მოსწონს კათოლიკოს-პატრიარქის მმართველობა და ემორჩილებიან მესამე ეკლესიის ინტერესებს. ესენი ლექტორები არიან. ორი ძირითადი ლექტორი, ერთია გოჩა ბარნოვი“,-განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)