|
2017-05-29 11:20:25, 1970 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ალი: ნატო-ს კარი ღიაა და გარედან ვერანაირი ზეწოლა ამ ქვეყნებს ხელს ვერ შეუშლის, თავიანთ მიზნებს მიაღწიონ
„მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანება მნიშნელოვანი იქნება საქართველოსთვის და სხვა ასპირანტი ქვეყნებისთვის“,-ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ პაოლო ალიმ ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ასამბლეის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მომავალ თვეს დასრულდება მულტინაციონალური ბატალიონების განთავსება, რომლებიც წარმოადგენს ნატოს გაძლიერებულ წარმომადგენლობას პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში. „რამდენიმე დღის შემდეგ, მონტენეგრო ნატო-ს 29-ე წევრი გახდება. ეს მონტენეგროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. რა თქმა უნდა, ეს ნატო-სთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც მუდმივად, განუხრელად, ცდილობს, რომ მხარი დაუჭიროს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს და მიიღოს საერთო სფეროში, რომელიც ქადაგებს მშვიდობას, სტაბილურობას და კეთილდღეობას. მონტენეგროს გაწევრიანება მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვისაც და სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ასპირანტი ქვეყნები არიან და ცდილობენ, რომ ნატოს შეუერთდნენ. ეს არის აშკარა სიგნალია იმისა, რომ ნატოს კარები ღიაა და ამ ქვეყნებს ვერანაირი ზეწოლა და გარემო ხელს ვერ შეუშლით, რომ გაწევრიანდნენ და თავიანთ მიზნებს მიაღწიონ. მომავალ თვეს, მულტინაციონალური ბატალიონების განთავსებას დავასრულებთ, რომლებიც წარმოადგენს ნატოს გაძლიერებულ წარმომადგენლობას პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში. ამავე დროს, ნატო ზრდის თავის წარმომადგენლობას შავი ზღვის რეგიონში. ეს დამცავი ზომები წარმოადგენს ძლიერ დემონსტრირებას ჩვენი სოლიდარობისა რუსეთის მუქარის საწინააღმდეგოდ. ნატო ასევე თანამშრომლობს თავის პარტნიორებთან ორივე რეგიონში, რომლებიც დაკავშირებულია და რომელსაც რუსეთის აგრესია ეხება. ეს არის ფინეთი შვედეთი საქართველო და უკრაინა“, - აღნიშნა პაულო ალიმ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)