|
2017-05-29 11:13:10, 2197 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ალი: რუსეთი ყოველდღიურად ცდილობს, საქართველოს მეტი და მეტი მიწები მიიტაცოს
„რუსეთის მცოცავი ანექსია აბსოლუტურად მიუღებელია“,-ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ პაოლო ალიმ ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ალის თქმით, ასამბლეა მუდმივად გმობს საქართველოს ოკუპაციას და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. „ჩვენ ვაგრძელებთ და მხარს ვუჭერთ ტერიტორიულ მთლიანობას საქართველოში, ეს არის ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ასამბლეა მუდმივად გმობს, მიუღებელ ოკუპაციას აფახაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“. რუსეთი ყოველდღიურად ცდილობს საქართველოს მეტი და მეტი მიწები მიიტაცოს და გააძლიეროს თავისი წარმომადგენლობა და თავისი ზეგავლენა საქართველოში. ჩვენ რამდენიმე დღის წინ იქ ვიყავით და ვნახეთ ადმინისტრაციული საზღვარი, სასაზღვრო ზოლი და რუსეთის მცოცავი ანექსია აბსოლუტურად მიუღებელია, დეკლარაცია გვექნება, ვიმსჯელებთ ამასთან დაკავშირებით, ეს იქნება მტკიცე მხარდაჭერა. ეს იქნება გამოხატულება ჩვენი, რომ საქართველო ნამდვილად ნატო-ს ოჯახის წევრი უნდა გახდეს და იმედი მაქვს, რომ ეს მიღებული იქნება უმრავლესობის მიერ და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ჩვენ აბსოლუტურად კონსოლიდირებული აზრი გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით“,-განაცხადა ალიმ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)