|
2017-05-29 10:50:28, 1983 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: მას შემდეგ, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალები შეიქმნა და გაძლიერდა, ყოველთვის ვიდექით მოკავშირეებთან ერთად
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჟესტი, პლენარული სესიები საქართველოში ჩაეტარებინათ, დადებითად შეაფასა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ცივილიზებული სამყაროს წინაშე არსებულ გამოწვევებს კოორდინირებული პასუხი უნდა გაეცეს "თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში ამ შეხვედრის ჩასატარებლად ნამდვილად არის ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი, რომელიც დაინახეს ჩვენმა მეგობრებმა და ჟესტი, რომელიც დაინახეს იმ ადამიანებმაც, რომლებიც მაინცდამაინც არამეგობრული თვალით უყურებენ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ მართლაც რთულ ვითარებაში, რთულ პერიოდში და რთულ რეგიონში შევიკრიბეთ. ჩვენს წინაშეა გამოწვევები, რომელიც უპირისპირდება ჩვენი ქვეყნების სტაბილურობას, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ყოფის ხარისხს, რომელიც საშიშროებას უქმნის იმას, რასაც ცივილიზებული სამყარო ამკვიდრებდა და ამკვიდრებს. იმ გამოწვევებს, რაც არის ალიანსის წინაშე, რაც არის იმ ქვეყნების, ხალხების და საზოგადოების წინაშე, ვინც თავის განვითარების გზად ადამიანის უფლებები, დემოკრატია, სხვათა პატივისცემა აღიარა, ამ გამოწვევებს, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავცეთ უაღრესად კოორდინირებული პასუხი“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, საქართველო ამ პროცესში ნამდვილად არის პასუხისმგებლიანი მოთამაშე. „ეს პასუხისმგებლიანი მიდგომა გლობალური მშვიდობის მიმართ ჩემმა ქვეყანამ გამოავლინა დაახლოებით 20 წლის წინ. 26 წელია, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა და იმის მერე, რაც რეალურად შეიქმნა და გაძლიერდა საქართველოს შეიარაღებული ძალები, ჩვენ ყოველთვის ვიდექით ჩვენს მოკავშირეებთან ერთად და ვიცავდით გლობალურ სტაბილურობას. დღესაც ქართველი ქალბატონები და მამაკაცები ფორმაში იცავენ გლობალურ სტაბილურობას და მე ამ ტრიბუნიდან მათ მადლობა მინდა ვუთხრა", - დასძინა მარგველაშვილმა. პრეზიდენტმა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ოკუპაცია 90-იან წლებში დაიწყო. "საქართველო არის ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი არის მისი ჩრდილოელი მეზობლის მიერ ოკუპირებული, ქვეყანა რომელშიც ჩვენ გვყავს დევნილები. ამ ურთულეს ვითარებაში, ვითარდება ჩემი ქვეყანა ბოლო 26 წელი. საქართველოს ოკუპაცია არ დაწყებულა 2008 წელს, ის დაიწყო 90-იანების დასაწყისში და ამ ოკუპაციას ჰქონდა ის ფორმა რასაც ჩვენ დღეს ვიცნობთ უკვე როგორც ჰიბრიდულ ომს. ამ ჰიბრიდულ ომში დაიღუპა ათობით ჩემი მოქალაქე და ასი ათასობით ადამიანი გახდა დევნილი. რაც მე ახლა დავასახელე ეს არის ფასი, რომელიც ჩვენ თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის გადავიხადეთ. ვახორციელებთ უაღრესად სტაბილურ პოლიტიკას, რომ არ გავაღრმავოთ კრიზისი რეგიონში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)