02:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-28 15:34:12, 2032 ნახვა

საზოგადოება
ავჭალაში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს

გლდანის რაიონში, ავჭალა1-ში, წყალარინების (კანალაზაციის) და სანიაღვრე  ქსელის    რეაბილიტაცია  რამდენიმე მისამართზე ერთდროულად მიმდინარეობს.  

თბილისის მერიის ინფორმაციით, სანიაღვრე და კანალიზაციის ამორტიზებული სისტემა სრულად მოწესრიგდება 8 ქუჩაზე, მათ შორის,  გაბაშვილის, ღვალაძის,  ქუჯი ერისთავის და  საგუბაროს ქუჩებზე. 

მათივე ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელი 3093 გრძივ მეტრზე მოეწყობა. 

სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერი დავით ნარმანია   გლდანის რაიონის გამგებელ დიმიტრი ორმოცაძესთან ერთად გაეცნო. პროექტის განხორციელების შედეგად კანალიზაციის პრობლემა 245 ოჯახს მოუგვარდება. 

„ძალიან მნიშვნელოვანი საქმე კეთდება. მუხიანის  კერძო დასახლებაში  კანალიზაციის სისტემა   წლების განმავლობაში  გაუმართავი და ამორტიზებული იყო.   მიმდინარე წლის ზაფხულში   250-მდე ოჯახს მოუგვარდება ეს პრობლემა.  ამის შემდეგ საგზაო სამუშაოები შესრულდება და საბოლოოდ, კიდევ ერთ მოწესრიგებულ უბანს მივიღებთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

კანალიზაციის ქსელის მოწყობის  შემდეგ,  ღვალაძის,  ქობის და გაბაშვილის ცენტრალურ ქუჩებზე გზის საფარი კაპიტალურად შეკეთდება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics