02:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-27 14:42:18, 2358 ნახვა

საზოგადოება
მუსტაფა ემრე ჩაბუქის გათავისუფლების მოთხოვნით, ონლაინ-პეტიცია შეიქმნა

დემირელის კოლეჯისა და საქართველოში მისი პარტნიორი სკოლების დამფუძნებლების ნდობით აღჭურვილი პირის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის გათავისუფლების მოთხოვნით, ონლაინ-პეტიცია გავრცელდა.

ამ დროისთვის პეტიციას 600-მდე მოქალაქემ მოაწერა ხელი.

მოქალაქეები, რომლებიც პეტიციას ხელს აწერენ, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართავენ.

დოკუმენტის ტექსტში აღნიშნულია, რომ ჩაბუქი უდაშაულოა, ხოლო თურქეთის ხელისუფლების ბრალდებები - უსაფუძვლოა.

პეტიციაში ნათქვამია, რომ თურქეთის ხელისუფლება საქართველოს მთავრობაზე ზეწოლას ახდენს.

შეგახსენებთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო 3-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. თურქული მხარე მას ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას ედავება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics