01:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 21:53:28, 1672 ნახვა

საზოგადოება
26 მაისის ღონისძიებების განრიგი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს ვეფხისტყაოსნის თემატიკით იქნება დატვირთული. რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე ღონისძიებები 11 საათიდან დაიწყება.

თბილისში გასამართი ღონისძიებების პროგრამა:

თავისუფლების მოედანი

• ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონია 12:00

• სამხედრო ტექნიკის გამოფენა

რუსთაველის გამზირი

• საბავშვო კონცერტები - 11:00 - 11:40; 12:30 - 13:10 ; 13:30 – 14:10; 14:30 – 15:30

• ვიქტორინა ვეფხისტყაოსნიდან - 13:10 – 13:30 ; 14:10 – 14:30 ; 15:30 – 15:50 ; 17:40 – 18:00

• ელექტრონული მუსიკა - 15:50 – 17:40 სთ და 18:00 – 00:00

• მხატვრების მიერ ფერწერული ტილოების შექმნა - 12:00 – 16:00

• სოლიდარობის ფონდის დასახმარებლად ქართველი მხატვრების ნამუშევრების აუქციონი 17:00 და ვეფხისტყაოსნის თემატიკით აქსესუარების გაყიდვა

რუსთაველის გამზირი 11:00 საათიდან 21:00 საათამდე:

• ტექნოპარკის სივრცეში წარმოდგენილები იქნებიან სტარტაპერები, რომლებიც თავიანთ ნამუშევრებს შეასრულებენ თემატურად „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით, გაიმართება გამოფენა/გაყიდვა

• საბავშვო არქეოლოგიური გათხრები

• ქვიშაზე ხატვა - ვეფხისტყაოსნის პერსონაჟებისა და სცენების ილუსტრირება

• ,,ქაჯეთის ციხის’’ კონსტრუქცია და საბავშვო სივრცე

• მონაწილეობა ეტრატის დაძველების პროცესში

• დიდი ზომის სამეფო ჭადრაკი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების ვიზუალით

• მიჯნურთა, რაინდობის და მეგობრობის ხეივანი

• „თავისუფალი გაკვეთილები“ ბავშვებისთვის - ზღაპრული სივრცე;

• სუხიშვილების ანსამბლის ბავშვების ფლეშმობი

• სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა/გაყიდვა

• 80-მდე მეწარმის, ასევე კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

• იშვიათი სახეობების მცენარეებით ვეფხისტყაოსნის თემატიკის წარმოდგენა

• ვირტუალური რეალობის სათვალეებით მოგზაურობა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე

• ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მულაჟების გამოფენა;

• 3 არტ კაფე

• კონცერტი ვეფხისტყაოსნის თემატიკაზე

• ინსტალაცია „ვეფხისტყაოსნის“ უცხოური გამოცემები და „ანბანი“

• „ვეფხისტყაოსნის" გმირების ვირტუალური გაცოცხლება , პანტომიმის თეატრის და მოძრაობის თეატრის წარმოდგენები

• ძველი ქართული სამზარეულოს დაკარგული რეცეპტების გაცოცხლება

• ქუჩის არტი "ვეფხისტყაოსნის" თემატიკაზე

• სპორტული ღონისძიებები

• ეროვნულ მუზეუმში გამოფენა - 51 ენაზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“

• საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონი : ინტელექტუალური თამაში, ჩვენ ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს - კამპანიის ფარგლებში მსურველების ჩაწერა, ლაივ სტუდიები რუსთაველის გამზირიდან, სპეციალური სტუდია, საიდანაც მოამბე პირდაპირ ეთერში გადაიცემა

ვარდების მოედანი, 21:00 საათი

• გალა კონცერტი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics