01:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 20:52:04, 1658 ნახვა

საზოგადოება
ICAO-ს პრეზიდენტი: საქართველოს საავიაციო მომსახურების დონის მიმართულებით, სახეზეა ხარისხობრივი ცვლილებები

საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს საავიაციო სფეროში უსაფრთხოებისა და მომსახურების ხარისხის პროგრესს მიესალმება, - ამის შესახებ ოლუმუივა ბენარდ ალიუმ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სახეზეა ხარისხობრივი ცვლილებები, საავიაციო უსაფრთხოებისა და მომსახურების დონის მიმართულებით.

ოლუმუივა ბენარდ ალიუ, რომელსაც საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი აქვს შეხვედრები საავიაციო სფეროს წარმომადგენლებთან, დარწმუნებულია, რომ ამ მიმართულებით პროგრესი გაგრძელდება.

პრემიერ-მინისტრმა და ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტმა ისაუბრეს საქართველოსა და ICAO-ს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე და მისი შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვეს.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას და სამოქალაქო ავიაციის სფეროში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.

მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი მიმართულების - სივრცითი მოწყობის შესახებ ისაუბრა, რომლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ქვეყნის მასშტაბით შიდა აეროპორტების განვითარება.

გიორგი კვირიკაშვილმა ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში ოთხმა ახალმა აეროპორტმა დაიწყო ფუნქციონირება და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.

საუბრისას, ასევე ხაზი გაესვა სატრანსპორტო კავშირების განვითარების მნიშვნელობას ტურიზმის კუთხითაც.

შეხვედრას ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოატლანტიკური ბიუროს რეგიონული დირექტორი ლუიშ ფონსეკა დი ალმეიდა, ხოლო საქართველოს მხრიდან - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გურამ ჯალაღონია და საქართველოს ელჩი კანადასა და მუდმივი წარმომადგენელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში კონსტანტინე ქავთარაძე დაესწრნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics