01:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 18:22:28, 1865 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ ლისის ტბის ტერიტორიაზე ხეებს დარგავს

27 მაისს, 11:00 საათზე, ლისის ტბის ტერიტორიაზე  (ამერიკულ აკადემიასთან მდებარე პარკინგიდან რამდენიმე მეტრში),  გაიმართება ხეების დარგვის კამპანია ,,შენც დარგე!“. აქციაში, როგორც პარტნიორი ორგანიზაცია, ჩართულია საქართველოს რკინიგზაც.

აღნიშნულ ღონისძიებაში რკინიგზელები ოჯახის წევრებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას. აქციის მთავარი აქტივობა ხეების დარგვაა. რკინიგზელთა შვილებისათვის კი,  სხვადასხვა სახის თამაშებია დაგეგმილი.

ღონისძიების ფარგლებში, საფუძველი ჩაეყრება ახალ წამოწყებას. საქართველოს რკინიგზა პარტნიორ ორგანიზაციებთან ”მაკულიტერატურა” და ”ბიბლუსთან” ერთად დარგავს ხეებს. ამავდროულად გამოიწვევს სხვა ორგანიზაციებს, არ გადაყარონ ქაღალდი და გადასამუშავებლად ჩააბარონ. კომპანიების მიერ ჩაბარებული მაკულატურის სანაცვლოდ  დაირგვება შესაბამისი რაოდენობის ხეები.

ხეების დარგვის კამპანია ,,შენც დარგე!“ ორგანიზაცია ”მაკულიტერატურის” დაარსებიდან 5 წლის იუბილესადმი არის მიძღვნილი. ”მაკულიტერატურა” მოსახლეობას საშუალებას აძლევს მოძველებული წიგნები და  გამოყენებული ქაღალდი გადაცვალოს ახლ წიგნებზე და გაამდიდროს თავისი ბიბლიოთეკა.

საქართველოს რკინიგზა ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე აქტივობებით.  რკინიგზელები ამჯერადაც არ დაარღვევენ ტრადიციას და ოჯახის წევრებთან ერთად, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, კვიპაროსის ჯიშის 50 ნერგს დარგავენ.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics