|
2017-05-23 17:28:01, 747 ნახვა
სამხედრო
დანიის შიდა გვარდიის მეთაური საქართველოს ეროვნულ გვარდიას ესტუმრა
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურს, გენერალ-მაიორ ფინ უინკლერს საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ლევან გამყრელიძემ უმასპინძლა. ეროვნულ გვარდიაში გამართულ შეხვედრაზე კოლეგებმა უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ლევან გამყრელიძემ ეროვნული გვარდიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დანიელი სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა. უწყებრივი მედლები „გენერალი მაზნიაშვილი“ გადაეცათ დანიის შიდა გვარდიის შტაბის უფროსს, ბრიგადის გენერალ არპე ნილსენს, სტაბილიზაციის ცენტრის ოპერაციების ხელმძღვანელს, მაიორ ნიკოლაი ლუნდსტინს, ასევე, კაპიტნებს ანდერს ფრისსა და დანიელ ბერგრინს. დღესვე, დანიის სამეფოს შიდა გვარდიასა და საქართველოს ეროვნულ გვარდიას შორის ურთიერთობების განმტკიცების პროცესში შეტანილი წვლილისთვის, გენერალ-მაიორმა ფინ უინკლერმა ეროვნული გვარდიის თანამშრომელს არჩილ ასათიანს დანიის შიდა გვარდიის უწყებრივი მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“ გადასცა. დანიის შიდა გვარდია საქართველოს ეროვნულ გვარდიასთან 2010 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს. ერთობლივი ღონისძიებების შედეგად გადამზადდა პირადი შემადგენლობა, მოეწყო და აღიჭურვა ეროვნული გვარდიის სასროლეთები და საკლასო ოთახები. (NS)
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)