21:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 15:07:21, 1765 ნახვა

საზოგადოება
დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატივისა და ღირსების შელახვისთვის, ასევე ცილისწამებისთვის საპატრიარქოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს, - ამის შესახებ მიხეილ რამიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ედიშერ ქარჩავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვითომ ეს საბუთები ინახებოდა საპატრიარქოში, რომელიღაც სასულიერო პირთან, არის სიცრუე. ეს არის მიზანმიმართული იმისკენ, რომ მამა გიორგის ცილი დასწამონ და ინფორმაციაც ამ მეთოდით ამიტომ გაავრცელეს", - აღნიშნა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩხავას მიერ გაკეთებულ განცხადებას. კერძოდ კი, ქარჩავამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში აღნიშნა, რომ დეკანოზი დაახლოებით 50 მილიონი ლარის გათეთრებას გეგმავდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics