|
2017-05-17 16:16:24, 1509 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორე: ოჯახში იერარქია, უფროს-უმცროსობა უნდა იყოს დაცული და მისი თავი უნდა იყოს ქმარი
დღეს არის ოჯახის დღესასწაული, ჩვენ აღვავლენთ ლოცვას, რათა მტკიცე იყოს ქართული ოჯახი, მრავალი შვილი აღზარდოს ქართულმა ოჯახმა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა ტაძარში შეკრებილ მრევლს მიმართა. „უფალი ბრძანებს - ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდეთ და განგეღოთ თქვენ. ჩვენ დღეს შევთხოვთ უფალს, რომ მეოხებითა ყოვლაწმინდისა ღვთისმშობელისათა ღმერთმა დალოცოს ჩვენი ოჯახები. დღეს არის ოჯახის დღესასწაული, ჩვენ აღვავლენთ ლოცვას, რათა მტკიცე იყოს ქართული ოჯახი, მრავალი შვილი აღზარდოს ქართულმა ოჯახმა. ამასთან დაკავშირებით გამოიცა ჟურნალი, რომელსაც ეწოდება ბედნიერი ოჯახი. ოჯახში იერარქია, უფროს უმცროსობა უნდა იყოს დაცული, და მისი თავი ქმარი უნდა იყოს. ამას უფალი ბრძანებს. ეს იმას არ ნიშნავს რომ ის რაიმეთი უპირატესია, არამედ მას ევალება ოჯახის მზრუნველობა და დაცვა. ზრუნვა მხოლოდ მატერიალურ უზრუნველყოფას არ გულისხმობს. დიდი მნიშვნელობა აქვს რომ ოჯახის წევრებმა ერთად ილოცონ. ბედნიერი ოჯახი არის ისეთი ოჯახი, როცა სამაგიეროს არ ითხოვთ ერთმანეთისგან. ყოველთვის ეცადეთ გაუგით ერთმანეთს, არასდროს დაამციროთ ერთმანეთი შვილების და ახლობლების წინაშ",- აღნიშნა ილია მეორემ. ამასთან, შეკრებილ მრევლს აღნიშნული ჟურნალი საჩუქრად გადაეცა. ცნობისთვის, დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით, ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა დაიწყო. აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს მორწმუნეები განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ, რადგან იგი წმინდა მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა შემოაბრძანა საქართველოში.
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)