11:20 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 16:47:26, 1859 ნახვა

საზოგადოება
IV მექანიზებულ ბრიგადას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

ევროპის დღეების ფარგლებში, ვაზიანის IV მექანიზებულ ბრიგადას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის, ქალაქ ბოლნისის კერძო საშუალო სკოლა დავითიანისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის IX-XII კლასების მოსწავლეებმა სამხედრო ქვედანაყოფში ერთი დღე გაატარეს. მათ ვაზიანის სამხედრო ბაზის ტექნიკა, ასევე აღჭურვილობა დაათვალიერეს და სიმულაციურ ცენტრსაც ესტუმრნენ.

IV მექანიზებული ბრიგადის S2 დეპარტამენტის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ალექსანდრე ნიქაბაძემ მოსწავლეებს სამხედრო ნაწილის ისტორია გააცნო და ბრიგადის შესახებ გადაღებული ვიდეორგოლი წარუდგინა. III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მასტერ-სერჟანტმა ლევან ჯანგირაშვილმა კი, მოსწავლეებს ლექცია - „ევროკავშირის მისიები და საქართველო“ წარუდგინა. მან ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის მნიშვნელობასა და მიღებული გამოცდილების შესახებ ისაუბრა.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მოგვიანებით, ახალგაზრდებმა „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.

მოსწავლეების შეიარაღებულ ძალებში სტუმრობა თავდაცვის სამინისტროსა და „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით განხორციელდა.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics