08:52 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 16:48:44, 2042 ნახვა

საზოგადოება
შსს-მ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული დაიწყო

შინაგან საქმეთა მინისტრის,გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული დაიწყო.

კვირეულის გახსნის ღონისძიებას არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„გზა დასავლეთისკენ ჩვენი საზოგადოების არჩევანია. ეს არის არჩევანი, რომელიც კანონის პატივისცემაზე გადის და პირველ რიგში, სწორედ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვას გულისხმობს. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს ის პრობლემაა, რომლის დასაძლევად მხოლოდ სამართალდამცველთა მაქსიმალური ჩართულობაც კი არ არის საკმარისი, თუკი არ იქნება თითოეული მოქალაქის ნება, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს; ნება, რომ კიდევ ერთი, გააზრებული ნაბიჯი გადავდგათ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისკენ! აქ თითოეული ჩვენგანის გადაწყვეტილება უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კვირეულის პრეზენტაციაზე გიორგი მღებრიშვილმა.

ღონისძიებაზე შს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნეს საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თეა პერტაიამ სოციალურ კამპანიაზე - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ისაუბრა და კამპანიის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

ღონისძიებაზე შინგან საქმეთა მინისტრმა შსს-ს სოციალური კამპანიის აქტიური მონაწილეები და მხარდამჭერები, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. სიგელები ჟურნალისტებს, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და საზოგადო მოღვაწეებს გადაეცათ.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, შსს-მ გამოაცხადა ფოტოკონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. პირველი სამი საპრიზო ადგილის მფლობელს სპეციალურად შექმნილი ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics