05:25 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-02 15:32:46, 1683 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო: მინისტრის პირველი მოადგილის ანაზღაურების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უზუსტობას შეიცავს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მინისტრის პირველი მოადგილის, ლელა ჩიქოვანის შრომითი ანაზღაურების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაციაში, რომელიც ერთ-ერთმა სააგენტომ გაავრცელა, საუბარია ლელა ჩიქოვანის ოთხი თვის ანაზღაურებაზე, თუმცა, სამინისტროს ცნობით, დასახელებული მთლიანი თანხა ხუთი თვის შრომის ანაზღაურებაა.

„ერთ-ერთი საინფორმაციო საშუალებით, 2017 წლის 1 მაისს გავრცელებული ინფორმაცია, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ლელა ჩიქოვანის შრომითი ანაზღაურების შესახებ, უზუსტობებს შეიცავს. მოგახსენებთ, რომ ინფორმაციაში, რომელიც სააგენტომ გაავრცელა, საუბარია ლელა ჩიქოვანის ოთხი თვის ანაზღაურებაზე, თუმცა, რეალურად, დასახელებული მთლიანი თანხა ხუთი თვის შრომის ანაზღაურებაა - 2016 წლის 2 აგვისტოდან - 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ასევე აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროში 2016 წლის აგვისტოდან, მინისტრისა და მისი მოადგილეების, ასევე  გენერალურ შტაბსა და  სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მრჩეველთა შტატების გაუქმებისა და თანაშემწეების შტატების შემცირების შედეგად, მთლიანობაში, წლიურად, მილიონ ლარამდე თანხა დაიზოგა. 

შესაბამისად, დაზოგილი თანხა, ერთი მხრივ, გენერალური შტაბის სამეთაურო რგოლზე გადანაწილდა (300-მდე სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც სამეთაურო დანამატი დაენიშნათ), მეორე მხრივ, ფუნქციონალური დატვირთვის ადეკვატურად, უწყების სხვადასხვა თანამდებობის პირზე, რაც მათ შრომის ანაზღაურებაზე აისახა“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics