|
2017-04-27 19:00:09, 720 ნახვა
სამხედრო
რეკრუტებმა საბრძოლო მომზადების სამთვიანი კურსი დაასრულეს
ალგეთის სამხედრო ბაზაზე უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ახალწვეულთა საბრძოლო მომზადების კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალწვეულებს კურსის წარმატებით დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ და საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემ მიულოცეს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ღირსეული მსახური უსურვეს. მათივე ინფორმაციით, დღესვე, რეკრუტებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ. დღესვე უწყებრივი მედლით „სამშობლოსთვის თავდადებული“ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, უფროსი სერჟანტი მალხაზ გორელიშვილი დაჯილდოვდა. მან მედალი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ღირსეული ოცწლიანი სამსახურის გამო მიიღო. კურსის გამოშვებით ახალწვეულებმა სამთვიანი მომზადების პირველი ეტაპი დაასრულეს. კურსი განახლებულია და საწყისი საბრძოლო მომზადების იმ კურსს შეესაბამება, რომელსაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველები გადიან. კურსის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები სადისციპლინო და საყარაულო წესდებას, ტაქტიკას, საცეცხლე მომზადებასა და პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ. სამხედრო ფიცის დადების შემდეგ ახალწვეულები ხვადასხვა ქვედანაყოფში ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით გადანაწილდებიან და ცხრა თვის განმავლობაში შეიარაღებული ძალებში იმსახურებენ. საზეიმო ღონისძიებას რეკრუტების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ, რომლებსაც ღონისძიების დასრულების შემდეგ ჯარისკაცებთან გასაუბრებისა და ფოტოების გადაღების შესაძლებლობა მიეცათ. ახალწვეულების პირადი შემადგენლობა ცენტრის კაპელანმა, მამა ალექსანდრემ დალოცა. (NS)
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)