|
2017-04-27 11:58:05, 2211 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კახა კალაძე: „ყაზტრანსგაზთან“ დაკავშირებით თუ მოლაპარაკებები არ შედგება, არბიტრაჟისთვისაც მზად ვართ
ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, „ყაზტრანსგაზთან“ დაკავშირებით შესაძლოა, მოლაპარაკებები შედგეს და საქმე არბიტრაჟამდე არ მივიდეს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ მოლაპარაკებები არ შედგება, ქართული მხარე არბიტრაჟისთვისაც მზად არის. „ჩვენ შეტყობინება მივიღეთ არბიტრაჟთან დაკავშირებით. ვამზადებთ დოკუმენტაციას, მაქსიმალურად დავიცავთ ჩვენ პოზიციებს, მაგრამ შეიძლება საქმე დავამდეც არ მივიდეს, შეიძლება შედგეს მოლაპარაკებები. ეს ყველაფერი უახლოეს დღეებში ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის. თუ მოლაპარაკებები არ შედგება, არბიტრაჟისთვისაც მზად ვართ“,- განაცხადა მინისტრმა. ცნობისთვის, ყაზახი ინვესტორები საქართველოს მთავრობას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივიან. სარჩელის თანხა 180 მილიონი დოლარია. საქმე ეხება საქართველო ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ყაზახურ მხარეს გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მართვის უფლება ჩამოერთვა და კომპანიის ხელმძღვანელის პოსტი სემეკ-ის მიერ დანიშნულ დროებით მმართველს გადაეცა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)