|
2017-04-21 16:38:54, 2258 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი „მუდისისა“ და „სტანდარდ ენდ ფუარსის“ ხელმძღვანელებს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების, „მუდისის" და „სტანდარდ ენდ ფუარსის" ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მათ საქართველოს მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს. პირველი ვიცე-პრემიერი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც მონაწილეობას იღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ საგაზაფხულო შეხვედრებზე. სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა ვრცელი პრეზენტაცია გააკეთა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციების შესახებ. მისი ინფორმაციით, 2017 წლის პირველ კვარტალში ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები პოზიტიური და ზრდადია. კერძოდ, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში, ექსპორტი 30 პროცენტით, ტურიზმი - 23 პროცენტით, ფულადი გზავნილების მოცულობა კი - 28 პროცენტით გაიზარდა. სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებმა, ასევე, მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესახებ. შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთან ახალი პროგრამის დაწყება, რომელიც სრულად ემყარება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას. აღნიშნული გეგმისა და მასთან დაკავშირებული რეფორმების მიმართ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა. ასევე, აღინიშნა, რომ გეგმის ყველა მიმართულება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისთვის. ყურადღება გამახვილდა საპენსიო სქემის, კაპიტალის ბაზრის ამოქმედების, განათლების რეფორმის, კერძო და საჯარო პარტნიორობის (PPP) სქემის კანონმდებლობის მიღებისა და სხვა მიმართულებით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)