11:25 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-13 16:13:33, 2325 ნახვა

მსოფლიო
ალ-ქაიდას აფრიკული ნაწილი საფრანგეთს მორიგი თავდასხმებით ემუქრება

ალ-ქაიდას აფრიკული ნაწილი საფრანგეთს მორიგი ტერორისტული თავდასხმებით ემუქრება.
განცხადება ამის შესახებ, ტერორისტულმა ქსელმა ჯიჰადისტების საიტზე გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საფრანგეთი მუსლიმანურ ქვეყნებში ძალადობისთვის საფასურს იხდის.
„სანამ ფრანგ ჯარისკაცებს ოკუპირებული აქვთ მალი, ბომბავენ  ჩვენ ხალხს ერაყსა და სირიაში, ხოლო მისი უსამართლო მედია აგრძელებს ჩვენი წინასწარმეტყველის განადგურებას, საფრანგეთი უარესს უნდა ელოდოს“,- ნათქვამია  ტერორისტების განცხადებაში.
ცნობისთვის, ტერორისტების მუქარა, სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ ახალი ნომრის გამოშვებას დაემთხვა.
ჟურნალის მორიგი მილიონ ტირაჟიანი  ნომერი გაყიდვაში ხვალ გამოვა.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალ „შარლი ებდოზე“ ტერორისტული აქტი 7 იანვარს განხორციელდა, რის შედეგადაც 12 ჟურნალისტი დაიღუპა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics