|
2017-04-18 14:29:53, 2254 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
გიორგი გახარია: იმედი გვაქვს, ირანიდან დამატებითი ინვესტიციების მიღებას შევძლებთ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია თბილისში ვიზიტად მყოფ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მუჰამედ ჯავად ზარიფს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ და მუჰამედ ჯავად ზარიფმა საქართველო-ირანის ბიზნესფორუმი გახსნეს, რომელშიც ირანული და ქართული კომპანიების 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. გიორგი გახარიას შეფასებით, ირანი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ეკონომიკური პოტენციალის მქონე ქვეყანაა. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ირანიდან დამატებითი ინვესტიციების მიღებას. განვიხილეთ კონკრეტული მიმართულებები და ისეთი დარგები, როგორიც არის წარმოება, ტრანზიტი, ფარმაცეფტიკა, სოფლის მეურნეობა, ასევე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების გამოყენება ერთობლივი საწარმოების შექმნის საშუალებით და ა.შ. ეს ის მიმართულებებია, სადაც ყველაზე მეტ აქტივობებს უნდა ველოდოთ“, - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გიორგი გახარიამ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ობიექტური მიზეზების გამო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ირანიდან საკმაოდ მცირეა, თუმცა სავაჭრო ბალანსში ჩვენი ექსპორტი იზრდება. „კონკრეტული კომპანიების წარმომადგენლები არიან ჩამოსულები და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ უკვე რაღაც კონკრეტული შედეგები გვექნება. სამწუხაროდ, ობიექტური მიზეზების გამო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ირანიდან საკმაოდ მცირეა, თუმცა სავაჭრო ბალანსში ჩვენი ექსპორტი იზრდება, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
(NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)