|
2017-04-16 22:58:23, 1747 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილმა მსჯავრდებულებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა N15 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე წმ.ნიკოლიზის სახელობის ტაძარში წმინდა ცეცხლი მიაბრძანა და მსჯავრდებულებს აღდგომის ბრწინვალე დღესასწაული მიულოცა. სააღდგომო ლიტურგიას 200-მდე მსჯავრდებულთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი დაესწრენენ. მათ მსჯავრდებულებს აღდგომა მიულოცეს და სააღდგომო ტკბილეული გადასცეს. კახა კახიშვილმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ტაძარში შეკრებილებსა და სრულიად საქართველოს მიულოცა. „გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულს. სააღდგომო ლიტურგია პენიტენციურ დაწესებულებებში მდებარე ტაძრებშიც აღევლინება და თქვენ ხედავთ როგორი ამაღლებული განწყობაა. ვულოცავ სრულიად საქართველოს“, - განაცხადა მინისტრმა. გედევან ფოფხაძის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მორწმუნეთათვის. „ჩვენთვის დიდი მადლია მსჯავრდებულებთან ერთად, მათი ძალისხმევით აშენებულ ტაძარში, სააღდგომო ღვთისმსახურებას დავსწრებოდით. ყველას გილოცავთ ამ დღეს“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ. მსჯავრდებულებმა სტუმრებს საჩუქრად ხელნაკეთი ნივთები გადასცეს. (NS)
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)