|
2017-04-12 11:06:41, 1510 ნახვა
საზოგადოება
ბრიუსელში საქართველოს პენიტენციური სისტემის რეფორმას დადებითად აფასებენ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული და მიმდინარე რეფორმის საკითხზე სიტყვით გამოვიდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, მოკავშირე ქვეყნების წარმომადგენლებმა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასეს. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოდან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს იწვევენ. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა მოკავშირეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა სისტემაში ბოლო წლებში განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმების თაობაზე. განსაკუთრებული ყურადღება იმ სისტემურ რეფორმებზე გამახვილდა, რომლის შედეგადაც პენიტენციურ სისტემაში ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. კერძოდ, ყურადღება იქნა გამახვილებული პატიმრების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, პატიმრების რისკების მიხედვით კლასიფიცირების, არასრულწლოვანთა და ქალთა სასჯელაღსრულების პირობების გაუმჯობესების მიზნით გატარებულ ფართომასშტაბიან რეფორმებზე. საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება სასჯელაღსრულების სისტემაში პროფესიული განათლებისა და დასაქმების პროგრამების ამოქმედებაზე, რაც მნიშვნელოვანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროცესში. კახა კახიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ერთგულებას ნატო-ში გაწევრიანების კურსისადმი და ხელისუფლების მზაობას მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოს ამ მიზნის მისაღწევად. მოკავშირეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის რეფორმის პროცესში მოკლე ვადებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ციხეების გადატვირთულობის პრობლემის გადაჭრის მიზნით, ასევე, შინაპატიმრობის პრაქტიკის დანერგვისა და მსჯავრდებულთათვის განათლებასა და პროფესიულ მომზადებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. შეხვედრის ბოლოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა პასუხი გასცა მოკავშირეების მიერ დასმულ შეკითხვებს. სასჯელაღსრულების მინისტრმა, ნატო-ს შტაბ-ბინაში ვიზიტის ფარგლებში, ასევე გამართა შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე ალეხანდრო ალვარგონზალესთან. (NS)
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)