|
2017-04-11 19:41:46, 1980 ნახვა
კომენტარი
ნარმანია: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მერიის საქმიანობის დისკრედიტაციას ცდილობენ
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიზანმიმართულად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და ამით მერიის საქმიანობის დისკრედიტაციას ცდილობენ. მერმა გავრცელებული ცნობა გაიხსენა თითქოსდა, მისი სარეზერვო ფონდიდან თანხა სოციალურად დაუცველ სტუდენტს გადაურიცხა, რომელიც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული არ ყოფილა. „განვმარტავ, რომ 2015 წლის 25 დეკემბერს თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს მიმართა მოქალაქე დეა გოლიაძემ სწავლის დაფინანსების მოთხოვნის თაობაზე. წერილში ნათქვამი იყო, რომ ოჯახი იმყოფებოდა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, რასაც თავადვე ადასტურებდა ფაქტებით. გარდა ამისა, განცხადებას თან ერთვოდა ცნობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან, 6000 ლარის დავალიანების თაობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ სტუდენტი სოციალურად დაუცველი არ იყო და მისთვის თანხის გამოყოფა სცდებოდა განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კომპეტენციასა და უფლებამოსილებას, სამსახურმა გაგზავნა შუამდგომლობის წერილი თბილისის მერთან - სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თხოვნის თაობაზე. წერილში ნათლად ჩანს, რომ თანხის გამოყოფა უნდა განხორციელებულიყო არა როგორც სოციალურად დაუცველი სტუდენტისთვის, არამედ, როგორც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახისათვის“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. დავით ნარმანიამ ოპონენტებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, მიზანმიმართულად, ცრუ ინფორმაციების გავრცელებისაგან თავი შეიკავონ. მისი თქმით, ტრაგიკული ისტორიებით მანიპულირება, პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით, ზნეობის ყოველგვარ ნორმას სცილდება. „ასევე უსაფუძვლო იყო სპეციალურად შექმნილი აჟიოტაჟი მიკროავტობუსით მგზავრობის ტარიფთან დაკავშირებით. ძირითადი ტარიფი, 0.80 ლარი, შენარჩუნებულია, ხოლო მოკლე მანძილზე მგზავრობის საფასური გაუთანაბრდა მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების ტარიფს: 0.40 ლარი გაიზარდა 0.10 ლარით და 2017 წლის 8 მარტიდან გახდა 0.50 ლარი“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
(NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)