|
2017-04-11 17:46:40, 1850 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ნარმანია: ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მიმართულებით ჩემი წინასაარჩევნო დაპირება შევასრულე
საკრებულოში თბილისის მერის 2016 წლის ანგარიშის წარდგენისას, ყურადღება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტზე, ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე გამახვილდა. როგორც აღინიშნა, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 2016 წელს 31 პროგრამა განახორციელა, რომლის ბიუჯეტი 70 395 101 ლარი იყო, ბიუჯეტის შესრულების საკასო მაჩვენებელმა კი 70 193 163 ლარი (99.7%) შეადგინა. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, 2016 წელს ჯანდაცვის მიმართულებით 9 პროგრამა განხორციელდა, მათ შორის 2 ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო. პირველი „ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის მკურნალობის დაფინანსების პროგრამა“ და მეორე - „ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგისა და აღდგენითი თერაპიის“ საპილოტე პროგრამა. თბილისის მერის განცხადებით, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მიმართულებით მისი ყველა წინასაარჩევნო დაპირება შესრულებულია. „დღეს ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მიმართულებით ყველა ჩემი წინასაარჩევნო დაპირება შესრულებულია! ავამოქმედეთ ახალი პროგრამები და გავაორმაგეთ უკვე არსებულების დაფინანსება! დედაქალაქის ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 10 ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო, რამაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქა ჩვენი თანამოქალაქეების ყოფა ამ მიმართულებებით“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. ანგარიშის პრეზენტაციისას, თბილისის მერმა დამსწრე საზოგადოებას იმ სოციალური პროგრამების ვრცელი ჩამონათვალი წარუდგინა, რომელსაც თბილისის მერია 2016 წელს უწევდა ადმინისტრირებას. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი წარმომადგენლობით ორგანოში დღეს მეშვიდედ მივიდა. დავით ნარმანია მერად არჩევის შემდეგ ინიციატივით გამოვიდა, რომ თბილისის მერს ბიუჯეტი საკრებულოში ყოველწლიურად პირადად წარედგინა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)