|
2017-04-11 15:00:03, 2324 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვოლსკი ჟურნალისტებს: თქვენ გინდათ, ეს თემა გაბეროთ და წამოწიოთ
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს. ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანი ეკა ბესელიამ ჩაანაცვლოს, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მსგავსი საუბრები უსაფუძვლოა. „ათასგვარი ჭორი ვრცელდება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს ჭორი პოლიტიკურ სპეკულაციებთან, პოლიტიკურ პოზიციებთანაა დაკავშირებული. ვამბობ, რომ ეს საუბარი საფუძვლიანი არ არის და თქვენ გინდათ, ეს თემა გაბეროთ და წამოწიოთ“, - უპასუხა ვოლსკიმ ჟურნალისტებს. ცნობისთვის, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თანამდებობა შესაძლოა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ დაიკავოს. თეა წულუკიანი ამ დროისთვის დეკრეტშია გასული. მინისტრის მოვალეობებს მისი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ასრულებს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)