|
2017-04-11 11:39:17, 1958 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი: ქართველები არ უნდა ივიწყებდნენ რუსულ ენას, თუნდაც დაპისირპირების თვალსაზრისით
რუსული ენა, რომლითაც ვეურთიერთობებით აფხაზებსაც, ოსებსაც, აზერბაიჯანელბსაც, სომხებსაც არ უნდა იყოს მივიწყებული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, რუსული ენა ინფორმაციის ერთიანი მესიჯის მისატანად უნდა იყოს გამოყენებული. "არ მიმაჩნია, რომ ქართველები უნდა ივიწყებდნენ რუსულ ენას, თუნდაც იმ დაპისირპირების თვალსაზრისით. ძალიან ბევრი გვაქვს ამ ენაზე სათქმელი, თუნდაც აზერბაიჯანელებისთვის, სომხებისთვის, ოსებისთვის, აფხაზებისთვის. როდესაც შენ გაგაჩნია ძალა და სიმართლე, შენ არ უნდა ჩახსნა ამ სიმართლის გავრცელების საშუალებები. რუსული ენა, ჩვენი ძალიან აქტიური იარაღი და რესურსია. ამ ენის ჩახსნა პრინციპულად არასწორი იქნება", - განაცხადა პრეზიდენტმა. მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პოზიციის დაფიქსირება რუსულ ენაზე ძალიან მნიშვნელოოვანია. "ინფორმაციის გავრცელებისთვის რუსული ენა არის ძალიან კომფორტული. არაფრის დიდებით არ უნდა ჩავხსნათ ეს საინფორმაციო იარაღი, რომელიც ჩვენ გვაქვს ხელში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთიანი მესიჯის მისატანად", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)