|
2017-04-10 12:14:30, 2279 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძის თქმით, რამდენიმე სუბიექტს საკონსტიტუციო კომისიის დატოვება უნდა
საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კომისიას გააჩნია სარწმუნო ინფომრაცია, იმის თაობაზე, რომ ცალკეულ სუბიექტებს კომისიის დატოვება სურთ. როგორც კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, კომისია ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და მას ვერაფერი შეუშლის ხელს. "გვქონდა სარწმუნო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი ცალკეულ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართავდა კონსულტაციებს, მათ მიერ კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ეს სარწმუნო ინფორმაცია მართლდება - რამდენიმე სუბიექტს, ჩვენი ინფორმაციით, დაგეგმილი აქვს შესაბამისი გადაწყვეტილების გახმოვანება, თუმცა ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ხელს ვერ შეუშლის იმ სამუშაოს ბოლომდე მიყვანას, რომელიც ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. ჩვენ აუცილებნლად შევასრულებთ დასახულ მიზანს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაგვისახა და საბოლოოდ ძალიან დახვეწილი კონსტიტუცია გვექნება", - განმარტა ირაკლი კობახიძემ. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, "ძალიან ცუდი კონსტიტუცია, ძალიან კარგი კონსტიტუციით შეიცვლება".
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)