|
2017-04-10 10:51:23, 2205 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: ეს არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტის მიერ ჩატარებული ერთგვარი ცირკი
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორი დოლიძე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს გამოეხმაურა. დოლიძის თქმით, ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს არავითარი საერთო არ აქვს არჩევნებთან, რეფერენდუმთან და საერთაშორისო სამართალთან. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს სახელმწიფო მინისტრი ერთგვარ „ცირკსაც“ უწოდებს. „ჩვენი თანამოქალაქეების მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გამოდევნილია როგორც ცხინვალის რეგიონიდან, ასევე აფხაზეთიდან და ეს ტერიტორიები ოკუპირებულია. ამიტომ, ვფიქრობ, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ზედმიწევნით დაზუთხვა არ სჭირდება იმას, თუ რაზეა საუბარი. ეს არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტის მიერ ჩატარებული რაღაც ერთგვარი, ცირკსაც დავარქმევდი. ამიტომ ამას არავითარი საერთო რეფერენდუმთან და არჩევნებთან არ აქვს. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ უპირველეს ყოვლისა ამ ხალხს და შემდგომ ტერიტორიებს, მაგრამ ეს მოხდება მშვიდობიანი, ეკონომიკური, რეინტეგრაციული გზით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია“, - განუცხადა ჟურნალისტებს ვიქტორ დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)