|
2017-04-07 16:09:06, 2070 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მელია: საზოგადოებას სურს, ევროპული ღირებულებების მქონე სახელმწიფოში იცხოვროს და არა ივანიშვილის ბაღში
„ჩვენ საზოგადოებას სურს, რომ ევროპული ღირებულებების მქონე სახელმწიფოში იცხოვროს და არა ივანიშვილის ბაღში, განსხვავებით კვირიკაშვილისა და კალაძისგან“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ. მისი თქმით, ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობაა, რომელიც დემოკრატიულ ინსტიტუტებს ანადგურებს. „ჩვენ არ გვყავს მთავრობა, ქვეყანაში მხოლოდ ერთპიროვნული, ოლიგარქიული მმართველობაა, რომელიც ანადგურებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ფეხქვეშ თელავს კონსტიტუციას და მედიის დამორჩილებას ცდილობს და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ერთ ადამიანს სურს ასე. არავინ ფიქრობს იმაზე, რა სურს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს?! მათ უნდათ იცხოვრონ ევროპული ღირებულებების მქონე სახელმწიფოში და არა ივანიშვილის ბაღში, განსხვავებით კალაძისა და კვირიკაშვილისგან; მათ სურთ ჰქონდეთ სამსახური და არჩინონ ოჯახები; არ წაართვას სახელმწიფომ ხშირ შემთხვევაში ერთადერთი შემოსავალი - სოციალური დახმარება; აქ ცხოვრობენ დევნილები, რომელთაც მხოლოდ ჭერი სურთ რომ ქუჩაში არ იყვნენ. ჩვენ საზოგადოებას არ უნდა, რომ პოლიცია მიუღებელი მეთოდებით - ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადებით ებრძოდეთ. ის სურათი, რაც დღეს პარლამენტშია წარმოდგენილი რეალობას არ ასახავს არც სახელისუფლებო და არც ოპოზიციის ჭრილში. თქვენი რაოდენობა არ ასახავს მოსახლეობის განწყობას. ამიტომ, ნუ მიეცემით თვითკმაყოფილებას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)