20:13 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 12:36:52, 2070 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: უმრავლესობის გამოსვლა პრეზიდენტის მოხსენებაზე იქნება დამოკიდებული

„დაველოდებით პრეზიდენტის მოხსენების შინაარს და ამის საფუძველზე განისაზღვრება საპარლამენტო დებატების შინაარსი“ ,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, პრეზიდენტის მოხსენების წარდგენის წინ, მარგველაშვილთან ძალიან მოკლე შეხვედრა ჰქონდა, სადაც მოხსენების დეტალებზე არ უსაუბრიათ.

„როგორც მოგეხსენებათ, ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია პარლამენტის ბიუროს მიერ და ამ დებატების ფარგლებში გამოვლენ როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. იმედია, საინტერესო დისკუსია შედგება. უმრავლესობის გამოსვლა დამოკიდებული იქნება პრეზიდენტის მოხსენებაზე. ბუნებრივია, დებატები პრეზიდენტის მოხსენების გარშემო უნდა აიგოს. პირველ რიგში, მოხსენების შინაარსს დაველოდებით და ამის საფუძველზე საპარლამენტო დებატების შინაარსი განისაზღვრება“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში პარლამენტში პრეზიდენტი  ყოველწლიური მოხსენებით გამოდის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics