|
2017-04-06 10:21:51, 2317 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: თუ დანაგვიანების მიმართულებით რამდენიმე თვეში შედეგი არ იქნება, მწვავე რეაქცია მექნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე დანაგვიანების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. მან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებს დაავალა, პრობლემას რაც შეიძლება მალე მიხედონ. "ზაფხულის ტურისტული სეზონი კარს მოგვადგა. ბევრს ვმოგზაურობ საქართველოს ფარგლებში და მინდა, გავაფრთხილო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ ძალიან მწვავე რეაქცია მექნება, თუ არ გვექნება შედეგი რამდენიმე თვეში. ეს არის ჩვენი ქვეყნის სახე და მაჩვენებელი საქართველოს მოსახლეობის კულტურისა. ვერ შევეგუებით იმას, რომ ასეთ მდგომარეობაში იყოს ჩვენი ქვეყნის ბუნება, რომელსაც ყველა უნდა გავუფრთხილდეთ. მაქსიმალურად ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს",- აღნიშნა პრემიერმა.
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)