|
2017-04-05 14:26:01, 2003 ნახვა
კომენტარი
ტალებ რიფაი: დავეხმარებით საქართველოს, ღირსეულ სამთო დანიშნულების ცენტრად ჩამოყალიბდეს
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ტალებ რიფაის განცხადებით, ორგანიზაცია საქართველოსთან უაღრესად მნიშვნელოვანი, ხანგრძლივი, და თვალსაჩინო თანამშრომლობით ამაყობს. ტალებ რიფაის შეფასებით, ეს პარტნიორობა ერთიან ხედვას ემყარება, რომლის თანახმადაც ტურიზმს ტრანსფორმაციული უნარი, ხალხისა და პლანეტისათვის უკეთესი მომავლის შექმნის პოტენციალი აქვს. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევისა და ხედვის ეფექტურობაზე სამი უმნიშვნელოვანესი მიღწევა მიუთითებს - უცხოელ ტურისტთა რაოდენობა განუწყვეტლივ ზრდა; მოგზაურობის გამარტივება და სავიზო რეჟიმის ცვლილება და სამთო კურორტების განვითარებისკენ მიმართული ძალისხმევა. „ჩვენ ვერ გავუწევთ ქვეყანას პოპულარიზაციას, თუ ხალხი ამ ქვეყანაში ჩასვლას საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ფორმალობებისა თუ გზების არასაკმარისი რაოდენობის გამო მარტივად ვერ ახერხებს. პრემიერ-მინისტრო, თქვენ მნიშვნელოვანი შრომა გასწიეთ. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, ჩამოყალიბდეს ღირსეულ მნიშვნელოვან სამთო დანიშნულების ცენტრად. ჩამოდით საქართველოში, ჩამოდით კავკასიაში. ხელით შეეხეთ ღრუბლებს. ღრმად ჩაისუნთქეთ, გაიუმჯობესეთ განწყობა. მიუახლოვდით ღმერთებს და იცხოვრეთ მაღლა". თითოეული ამ წინადადებათაგანი სრულად ასახავს იმას, თუ რა არის საქართველო და რა შეუძლია იყოს - ძალიან მნიშვნელოვანი სამთო დანიშნულების ადგილი", - განაცხადა ტალებ რიფაიმ. გენერალური მდივნის განცხადებით, მას ეამაყება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკუთარ თავს სამთო კურორტების განვითარების მენეჯერად მოიხსენიებს. „საქართველოს ტერიტორიის 65%-ს მთები წარმოადგენს. ქართველებს უყვართ თავიანთი მთები. ქართველები ძალიან ამაყები, პატიოსანი და კეთილნი არიან. ეს უჩვეულო კომბინაციაა - როდესაც ამაყი ადამიანი ამავდროულად კეთილი და სტუმართმოყვარეა. უნდა იამაყო იმით, რაც გაქვს და ამავდროულად, უნდა იყო კეთილი და მორიდებული, რათა ვიზიტორების მიღება შეძლო და ქართველები სწორედ ასეთები არიან. საქართველომ უნდა გააცნოს თავი მსოფლიოს, როგორც ღრმა კულტურისა და მაღალი მწვერვალების ქვეყანამ - ღრმა კულტურა ქვეყნის ფესვებშია განსხეულებული, მაღალი მწვერვალები კი ზეცას აახლოებს ქვეყანას. ეს საქართველოს ნამდვილი ძალაა", - განაცხადა ტალებ რიფაიმ. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის შეფასებით, საქართველოს საუკეთესო მახასიათებელი ქართველები არიან, რაც მას განასხვავებს. „თქვენ ნამდვილად განსაკუთრებული ადამიანები ხართ და უნდა იამაყოთ ამით. სწორედ ამიტომ განაგრძობს ხალხი საქართველოში ვიზიტს და ამ ინდუსტრიის განვითარებას, რადგან მიუხედავად იმისა, თუ რას ვაკეთებთ, ჩვენი უმთავრესი დანიშნულება ამ სამყაროს უკეთეს ადგილად ქცევა უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ მოგზაურობის დროს ჩვენ არ დავივიწყებთ ბუნების, კულტურის, მასპინძელი საზოგადოების პატივისცემას. სწორედ ამიტომ, ამ წლის დევიზია:" იმოგზაურე, ისიამოვნე, პატივი ეცი". პატივი ეცი ხალხს, საქართველოს, ღმერთმა დაგლოცოთ, ეს შესანიშნავი ქვეყანაა",- აღნიშნა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)