20:14 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-05 13:53:30, 1964 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კაპანაძე: მთელი იდეა საპარლამენტო დებატების ის არის, რომ მოსახლეობამ ყველაფერი გაიგოს

„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში ტელეკომპანია GDS-დან გადასულმა დირექტორმა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებას საპარლამენტო დებატები არ მიაწოდოს.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მწვავე დებატები და პრობლემები, რომლებსაც პარლამენტში განიხილავენ საზოგადოებამდე არ მივა. 

„დღეს დილიდან საკმაოდ შემაშფოთებელი ინფორმაცია გვარცელდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, რომელიც GDS-დან გადავიდა ამ არხზე, მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის სხდომის, ბიუროს, კომიტეტების ლაივს აღარ მიაწვდის კომერციულ არხებს, გარდა იმ მასალისა, რომელიც გავა მეორე არხზე. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ის მწვავე დებატები, რომელიც გვაქვს პარლამენტში, ბიუროზე, კომიტეტებზე მოსახლეობამდე ვეღარ მივა და თუ შესრულდა ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ დღეს რა პრობლემებიც არის საზოგადოებაში: დაბალი ეკონომიკური ზრდა, სირარიბე, ინფლაცია, გაზრდილი სახელმწიფო ვალი და დისკუსია, რომელილც ჩვენ გვაქვს ხოლმე პარლამენტში აღარ იქნება საზოგადოებასთან მიტანილი. ასევე ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ვერ გაიგებენ თუ რისი წინააღმდეგი ხართ თქვენ. მაგალითად: რამდენიმე დღის წინ, დარგობრივ კომიტეტზე თქვენ წინააღმდეგ მიეცით ხმა იმ წინადადებას რომელიც ეხებოდა გადასახადების გაუმჯობესებას, ბიზნესის ზრდას და მთელი იდეა საპარლამენტო დებატების ის არის, რომ ამის შესახებ გაიგოს მოსახლეობამ", - აღნიშნა სერგი კაპანაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics