|
2017-04-05 13:43:44, 1592 ნახვა
საზოგადოება
თიბისი არტ გალერეა უჩა ჯაფარიძის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
თიბისი არტ გალერეაში ცნობილი ქართველი მხატვრის, უჩა ჯაფარიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენა მხატვრის 110-ე წლისთავს ეძღვნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ქართული ფერწერის კლასიკოსად აღიარებული უჩა ჯაფარიძის მიერ 1926-85 წლებში შესრულებული 60 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, რომლებიც მხატვრის სახლ-მუზეუმის კოლექციის ნაწილს წარმოადგენს და ნაკლებადაა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. გამოფენა იმ პროექტის გაგრძელებაა, რომელიც უჩა ჯაფარიძის შემოქმედების კვლევასა და კრიტიკულ ანალიზს ისახავს მიზნად. გასულ წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრისა და თიბისი არტ გალერეის მხარდაჭერით გამოიცა მონოგრაფია-ალბომი „ცხოვრება და სიკვდილი უჩა ჯაფარიძისა" (პროექტის ვტორები: დავით ანდრიაძე, ქეთევან კორძახია). უჩა ჯაფარიძე ქართული საბჭოთა მხატვრობის აღიარებული ლიდერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი და სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატია. მისი შემოქმედების გარეშე თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების სრულყოფილი წარმოჩენა შეუძლებელია. გამოფენას თიბისი არტ გალერეა 4 მაისამდე უმასპინძლებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)