|
2017-04-04 11:19:53, 1579 ნახვა
საზოგადოება
სეს-ი: გაფრთხილებთ - არასათანადო პირობებში განთავსებული სურსათი საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას!
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები. „სააღდგომო დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად იზრდება მაღალი რისკის შემცველი სურსათის რეალიზაციის საფრთხე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში. სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები. განსაკუთრებით საშიშია ხორცის და ხორცპროდუქტების, თევზის, რძის და რძის ნაწარმის, კვერცხის, მალფუჭებადი საკონდიტრო პროდუქტების შეძენა. სურსათის ეროვნული სააგენტო გაფრთხილებთ - არასათანადო პირობებში განთავსებული სურსათი საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას! სურსათის ეროვნული სააგენტო მიესალმება თბილისის მერიის გადაწყვეტილებას ე. წ. გარე მოვაჭრეებისათვის შესაბამისი ფართის შეთავაზებაზე, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სურსათის უვნებლობის სტანდარტები და რეალიზაციის პირობები“, - ნათქვამია სე-ის განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)