06:26 - 29 Jun, 2026
|
2017-04-01 11:16:50, 1489 ნახვა
საზოგადოება
ასწლოვანი ტიტას ხე, რომელიც გურიაში გადაჰქონდათ, ზღვიდან ხმელეთზე დააბრუნეს
ასწლოვანი ტიტას ხე, რომელიც მახინჯაურში, ზღვის სანაპიროდან რამდენიმე მეტრში წყალში იყო გაჩერებული, უკან ხმელეთზე დააბრუნეს. ხის გადატანის სამუშაოებს კომპანია „გზა“ ასრულებს. კომპანიის იურისტის, არჩილ ბასილაძის განცხადებით, ზღვაზე შტორმია მოსალოდნელი, რის გამოც ბარჟის დაცლა გახდა საჭირო. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გუშინ გამართულმა აქციამ სამუშაოები მნიშვნელოვნად შეაფერხა. კომპანიის თანამშრომლები ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან. შეგახსენებთ, გუშინ მახინჯაურიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში ასწლოვანი ხის გადატანა ადგილზე ენმ-ის წარმომადგენლებმა და გარემოს დამცველებმა გააპროტესტეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)