|
2017-03-31 14:23:30, 1969 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
„ეს შენ გეხება“ ე.წ. მოსმენების კანონის გასაჩივრებისთვის მოქალაქეებს ელექტრონული სარჩელის შევსებას სთავაზობს
კამპანია "ეს შენ გეხება"ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით გააპროტესტებს. ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ორგანიზაცია საზოგადოების ჩართულობის გაზრდას აპირებს. სპეციალურად შექმნილი პლატფორმის შევსება ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ახალი კანონპროექტით საქართველოს კონსტიტუცია კვლავ ირღვევა და ის მოქალაქის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ვერ უზრუნველყოფს. "ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე სცნო არაკონსტიტუციურად. თუმცა, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა სასამართლოს შენიშვნები. შედეგად, ფარული მიყურადების ახალი კანონმდებლობა კვლავ ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და საქართველოს კონსტიტუცია ისევ ირღვევა. ახალი კანონმდებლობით კიდევ უფრო მატულობს პერსონალურ მონაცემთა ხელშეუხებლობის დარღვევის რისკები. ელექტრონული სარჩელის ეს ფორმა საქართველოს ყველა მოქალაქეს აძლევს შანსს - გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმი და გაასაჩივროს აღნიშნული კანონმდებლობა. გთხოვთ, შევსებული სარჩელი ამობეჭდოთ, ხელი მოაწეროთ და მოგვაწოდოთ 6 აპრილს, 12:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭოველიძის 10, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისი. ასევე, შეგიძლიათ უშუალოდ მობრძანდეთ დასახელებულ მისამართზე და ჩვენი წარმომადგენელი დაგეხმარებათ ადგილზე შეავსოთ სარჩელი. გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი", - ნათქვამია "ეს შენ გეხება"-ს ოფიციალურ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)