00:27 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 11:45:13, 2313 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ბიზნესთან პირდაპირი კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი კომუნიკაცია ბიზნესთან. ბიზნესსექტორი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი და კეთილდღეობის მომტანი", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიასთან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრამდე, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში" ჩატარდა.

მისი თქმით, ბიზნეს ასოციაციაში გაწევრიანებული არიან ის კომპანიები, რომლებიც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დიდ ნაწილს ქმნიან და ბევრ ადამიანს ასაქმებენ.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, „კერძო სექტორისათვის მნიშვნელოვანი იქნება იმის გაგება, თუ რა გეგმები აქვს მთავრობას, რა შედეგებს ელოდება და რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც საინტერესოა კერძო სექტორის სურვილები. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ დიალოგშია შესაძლებელი ქვეყნის განვითარება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა 2017 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში. მისი თქმით, ასევე პოზიტიური შედეგით დასრულდა გასული წელი, როდესაც „საქსტატმა" მშპ-ის დაზუსტებული მაჩვენებელი 2,7 პროცენტის ოდენობით გამოაქვეყნა.

„ასევე კარგი შედეგები გვაქვს კერძო სექტორში დასაქმებასთან დაკავშირებით გასული წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics