|
2017-03-27 13:59:17, 1596 ნახვა
საზოგადოება
ქართულ-შვეიცარიული კომპანიის „ბლაუნშტაინ-საქართველო“ მეძროხეობის ფერმებში სამეცნიერო-კვლევები ჩატარდება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქართულ-შვეიცარიულ კომპანიასთან „ბლაუენშტაინ-საქართველო” მემორანდუმი გააფორმეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი საქართველოში სამთო მეცხოველეობის განვითარების და მთის სუბალპური და ალპური საძოვრების ეფექტიანად გამოყენებისთვის მეცნიერულ ხელშეწყობას ითვალისწინებს. თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია რაჭაში ,,ბლაუენშტაინ-საქართველოს“ მეძროხეობის ფერმების სამეცნიერო-კვლევით ბაზებად გამოყენება. მოხდა შეთანხმება მინი სასაკლაოზე სხვადასხვა გენერაციის მოზვრების საკონტროლო დაკვლების ერთობლივად ჩატარებაზეც. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები მაღალმთიანი საძოვრების ათვისების სქემას შექმნიან და საძოვრების მწვანე საფარის შემადგენლობას შეისწავლიან, რომლის საფუძველზეც რეკომენდაციებს შეიმუშავებენ და ფერმერებს გააცნობენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)