|
2017-03-27 09:46:24, 1759 ნახვა
საზოგადოება
დღეს ევროპის მოედანზე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გალა კონცერტი გაიმართება
28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება. ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას საქართველო სამდღიანი ღონისძიებებით აღნიშნავს. ''ევროპა ჩვენს ქუჩაზე'' -ღონისძიებები გუშინ განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე გაიმართა. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ასევე, 27-28 მარტს თბილისში მთელი დღის განმავლობაში არაერთი საზეიმო ღონისძიებაა დაგეგმილი. დღეს 21:00 საათზე კი, ევროპის მოედანზე გალა კონცერტი ჩატარდება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სოლო შემსრულებლები, ასევე, ბენდები, ორკესტრი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით, ოპერის ქალთა გუნდი. კონცერტი 2 საათს გასტანს და საზეიმო ფოერვერკით დასრულდება. ასევე, 21:00 საათზე, ევროპის მოედანზე სპეციალურად ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღესთან დაკავშირებით მოწყობილი ინსტალაციის - საქართველოსა და ევროკავშირის დროშების განათების საზეიმო ღონისძიება გაიმართება. ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ შგამგზავრებას 28 მარტიდან შეძლებენ. ამავე თემაზე http://www.epn.ge/index.php?id=42477
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)