23:47 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-26 10:14:18, 1440 ნახვა

საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ნინოწმინდისა და ახალქალაქის ხუთმა მცხოვრებმა სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა.

"სულ ჩაბარებულია: სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1530 საბრძოლო ვაზნა, 4 კოჭა ტროტილი, 50 ხელყუმბარა, 2 გადაჭრილი თოფი, 1 პისტოლეტი, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის 2 ფალია, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 6 მჭიდი, ხელყუმბარის 5 ფალია და 5 საკვამლე კოჭა.

აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან",-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics