|
2017-03-25 12:53:51, 1995 ნახვა
კომენტარი
კელი: ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ დოკუმენტებს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციას მხარი დაუჭირა. როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ აღნშნა, აშშ-ს სეპარატისტულ რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვიტარება აწუხებს. "ჩვენ მხარი დავუჭირეთ ამ რეზოლუციას. ჩვენ გვაწუხებს სეპარატისტულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება. 21-ე საუკუნეში აუცილებელია ბარიერების მოხსნა და მეტი კომუნიკაცია. აშშ-ი ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ დოკუმენტებს",-განაცხადა იან კელიმ. შეგახსენებთ, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ 34-ე სესიის ფარგლებში საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო. დოკუმენტში კიდევ ერთხელ არის მხარდაჭერილი საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა; აღიარებულია მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებათა განმტკიცების მიმართულებით; გამოთქმულია სერიოზული შეშფოთება ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით; ხაზგასმულია, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მექანიზმები ვერ შედიან. გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. „ეს არის პირველი რეზოლუცია, რომელიც ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელმა გაერო-ს სპეციალურმა ორგანომ - ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო საქართველოს საკითხზე. რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)