|
2017-03-24 12:31:22, 1336 ნახვა
საზოგადოება
პროექტი „სინათლე ცოდნის კაფეში“ საზეიმოდ დაიხურა
სინათლე ცოდნის კაფეში - ამ სახელწოდების პროექტი ქალაქ წნორის სოციალურ საწარმოში „ცოდნის კაფე“ საზეიმოდ დაიხურა. პროექტი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ „დანაშულის პრევენციის ცენტრმა“ ააიპ „სამოქალაქო ინიციატივასთან“ ერთად ჩაატარა. მისი მიზანია სიღნაღის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა, საგანმანათლებლო-შემეცნებითი შეხვედრების ორგანიზება. ახალგაზრდული პროექტი - „სინათლე ცოდნის კაფეში“ ქალაქ წნორში ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და სხვადასხვა თემატიკის ტრენინგებს მოიცავდა; კერძოდ, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, გენდერული თანასწორობა, „ბულინგი“, მომავალი პროფესიისთვის საჭირო კომპიუტერული უნარ–ჩვევების განვითარება და სხვა. მასში ადგილობრივი სკოლების 14-18 წლის 30 მოსწავლე ჩაერთო. დახურვის ღონისძიებაზე მონაწილეებს პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და ადაპტირებული წიგნი სამართლის შესახებ - „სამართლის ქალაქი“ გადაეცათ. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახალგაზრდულ პროგრამებს/პროექტებს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში ახორციელებს. ამიერიდან, კი მსგავსი საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტები „ცოდნის კაფეშიც“ გაგრძელდება. „ცოდნის კაფე" ქალაქ წნორში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივის" მიერ შარშან, სექტემბერში დაფუძნდა. მასში მულტიმედიური ბიბლიოთეკა, წიგნების მაღაზია, კაფე და შეხვედრების სივრცეა მოწყობილი.
(NS)
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)