21:14 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 18:47:34, 1572 ნახვა

საზოგადოება
მსჯავრდებულებისთვის ტელევიზორით სარგებლობის წესი მარტივდება

გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის, დაბალი რისკისა და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულებს, უფლება ექნებათ პირადი ტელევიზორი და რადიომიმღები ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეიძინონ. აქამდე,  ამისთვის, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვა იყო საჭირო.                                                                                

"პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს ტელევიზორით სარგებლობის უფლების მოპოვება  დირექტორის თანხმობით არის შესაძლებელი. მხოლოდ მას აქვს დისკრეცია მისცეს მსჯავრდებულს ან არ მისცეს ტელევიზორით სარგებლობის ნებართვა. გთავაზობთ, რომ ნახევრად ღია და ღია ტიპის დაწესებულებებში, ასევე, დაბალი რისკის დაწესებულებაში და გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებებში, ტელევიზორით სარგებლობის უფლება  ფუნდამენტური უფლება იყოს, რომელიც დირექტორის გადაწყვეტილებასთან არ იქნება დაკავშირებული“,- განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა. 

ამასთან, მინისტრის თქმით, განსაკუთრებული რისკისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ტელევიზორით და რადიომიმღებით სარგებლობაზე, ნებართვა კვლავ დირექტორის თანხმობით გაიცემა. 

ტელევიზორი ამანათით აღარ მიიღება. მისი შეძენა საკუთარი ხარჯით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეეძლება მხოლოდ დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. დაწესებულების მაღაზიაში პროდუქციის ფასის საბაზრო ღირებულებასთან შესაბამისობა სამინისტროს მიერ გაკონტროლდება. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics