21:14 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 16:51:16, 1188 ნახვა

საზოგადოება
დავით სერგეენკომ სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურისა და ათამდე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო.

მინისტრის განცხადებით, სადაზღვევო ინდუსტრიასთან კომუნიკაცია ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი სტაბილურობა სამინისტროს ინტერესებშიც შედის.

„ამ წლების განმავლობაში მრავალ საკითხზე გვქონდა მსჯელობა როგორც ტაქტიკური, ასევე სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებით. ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი დაზუსტება განხორციელდა, რამაც სრულიად ახალი სურათი დაგვანახა და გამოვლინდა საჭიროება, რომ ჩვენი თანამშრომლობა სტრატეგიულად გადაგეგმარდეს ახალი გამოწვევების და ახალი რეალობის პასუხად“

სადაზღვევო ინდუსტრიამ პროგრამაში დაგეგმილ ცვლილებების შემუშავების პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღების მზადყოფნა გამოხატა. როგორც კომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს პროგრამაში შემავალ ცვლილებებთან შენიშვნები არ აქვთ, დასაზუსტებელია მხოლოდ ტექნიკური დეტალები, რასაც სამუშაო ფორმატში განიხილავენ.

სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ ბენეფიციართა გამიჯნვა მოხდა შემოსავლის მიხედვით, რაც მათ კომპანიებზე დადებითად აისახება და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები არსებული კერძო სამედიცინო პაკეტების გაძვირების მიზეზი არ გახდება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შემავალ ცვლილებებზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ძალაში მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ შევა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics