19:58 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 12:12:46, 1476 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა მინისტრის მოადგილეები ზუგდიდის ბინების განაწილებასთან დაკავშირებით დევნილებთან შეხვედრებს მართავენ

დევნილთა და განსახლების სამინისტრო ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 2 თორმეტსართულიან  კორპუსში 144  დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებიც ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ბინების მფლობელები გახდებიან.

მათივე ინფორმაციით, ზუგდიდში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი სულ 5237-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო, საიდანაც 144 დევნილი ოჯახი შეირჩა.

ამ ეტაპზე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ზუგდიდში 7 ნგრევადი ობიექტი იხურება და იქ მცხოვრები ოჯახები ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებენ.

დევნილთა და განსახლების მინისტრის  მოადგილეები  და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად ხვდებიან იმ დევნილებს, რომლებმაც ამ ეტაპზე ბინები ვერ მიიღეს.

სამინისტროს ზუგდიდის სამმართველოში დევნილების მიღების პროცესი იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ ყველა დაინტერესებული დევნილის შეკითხვას ამომწურავი პასუხი არ გაეცემა.

პროცესი ღიაა ნებისმიერი მედიასაშუალებისთვის.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics