16:18 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-22 18:21:38, 2052 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბესელია: აბაშიშვილის განცხადებაც იყო მორიგი თავხედური გამოხტომა, ეს არის სიბეცეც და უვიცობაც

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე,  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს გაკეთებული განცხადების გამო, მწვავედ გააკრიტიკა.

აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ ყველა იმ დეპუტატის  პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომლებმაც საქართველოს ეროვნული ბანკის  შესახებ კანონპროექტზე ვეტო დაძლიეს.  ბესელიამ აბაშიშვილი უვიცობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სწორედ პარლამენტია ის ორგანო, სადაც საჭიროების შემთხვევაში კანონები იცვლება:

 „ძალიან ხშირად ვიკავებ თავს, რომ ასეთი მკვეთრი და პირდაპირი განცხადებები არ გავაკეთო ხოლმე, მაგრამ ახლა ძალიან პირდაპირ და მკვეთრად გეუბნებით სათქმელს, რადგან არაფერში არ წერია ეს, ქალბატონო ანა, როდესაც საჯარო მოხელე... და ბატონი აბაშიშვილის დღევანდელი განცხადებაც იყო მორიგი უპატივცემულობა და თავხედური გამოხტომა, რომელიც პარლამენტის წევრებს ეუბნება, რომ თქვენ კანონებს რომ ცვლითო, პასუხისმგებლობა აიღეთ პოლიტიკურიო, ეს არის სიბეცეც, ეს არის უვიცობაც, რომ მან არ იცის, რომ პარლამენტი ის ორგანოა, სადაც კანონები იცვლება, ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრი მიღებული კანონი შევცვალოთ, ეს ჩვენი ვალდებულებაა, პირველ რიგში, რომ ბევრი რამ შეიძლება შევცვალოთ მიღებულ კანონში და ეს უნდა იცოდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა პირველ რიგში“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics