19:58 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-22 17:59:25, 1367 ნახვა

საზოგადოება
„შავნაბადას“ მოსწავლეებს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში უმასპინძლეს

22 მარტს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადას“ მოსწავლეებს უმასპინძლა.

12-დან 15 წლამდე მოზარდები სასწავლო ცენტრში პირველად სარეანიმაციო ღონისძიებებს გაეცნენ და მანეკენებზე თავად სცადეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი ელემენტარული მანიპულაციების ჩატარება.

ღონისძიების მიზანია მოზარდებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, ელემენტარული მანიპულაციების სწავლება, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ.

როგორც ცენტრის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა სოლომონ როსტომაშვილმა აღნიშნა, ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის აღზრდისთვის. „ჩვენ ვცდილობთ მივაწოდოთ ახალგაზრდებს პირველადი ცოდნა და გამოცდილება სამედიცინო სფეროში“, - განაცხადა მან.

გიმნაზიის წარმომადგენლების თქმით, დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის. მათ ყოველთვის უნდოდათ იმის ნახვა, თუ როგორ მუშაობენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. გიმნაზიის მოსწავლეები აქციას „მე გზას ვუთმობ სასწრაფოს“ შეუერთდნენ.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ღონისძიებები თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში პერიოდულად იმართება. სასწავლო ცენტრის თანამშრომლებმა პირველადი დახმარებისთვის აუცილებელი უნარები უკვე გააცნეს ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის უფროსკლასელებს და ახმეტელის თეატრთან არსებულ ახალგაზრდული კლუბის წევრებს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics