|
2017-03-20 14:05:07, 2324 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ქუმსიშვილი: სატრანზიტო პოტენციალი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა
ქვეყნის სივრცითი მოწყობა და ინფრასტრუქტურის განვითარება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მივიღეთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ძალიან ახლოსაა ქეინსის თეორიის იმ ნაწილთან, რომლის თანახმადაც, როდესაც ქვეყანას უჭირს, სახელმწიფომ უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და მოახდინოს კაპიტალური დანახარჯები, რათა რეგიონში არსებულ პრობლემებს წარმატებით გაართვას თავი. გარდა ამისა, პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, აღნიშნულ გადაწყვეტილება ასევე გამომდინარეობდა ქვეყნის სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის გაძლიერების მოტივითაც. „ჩვენ ძალიან გვჭირდება ჩვენი სატრანზიტო პოტენციალისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და გაძლიერება. ჩვენ გვჭირდება ქვეყანა, რომლის რეგიონები ერთმანეთთან უკეთესად იქნებიან დაკავშირებული, მათ შორის მობილობა იქნება გაცილებით დიდი და სატრანზიტო პოტენციალი იქნება გაცილებით ბევრად მაღალი,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ქუმსიშვილმა, ასევე გაამახვილა ყურადღება აბრეშუმის გზასა და მასში საქართველოს მონაწილეობაზე. „საბოლოო ჯამში, სატრანზიტო პოტენციალი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, ინვესტიციების მოზიდვის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ ვართ გზაგასაყარი ევროპასა და აზიას შორის. ჩვენ ვართ უნიკალური ქვეყანა, რომელიც უმოკლესი გზით აკავშირებს აზიას ევროპასთან. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება როგორც ჩინეთთან, ისე ევროპასთან,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა და დასძინა, რომ აღნიშნული პოტენციალის უკეთ ათვისებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციას განახორციელებს. (NS)
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)