14:44 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 12:44:32, 1963 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
აბესაძე: პრემიერს ვურჩევთ, გადაბრალების ნაცვლად საკუთრ გუნდში ეძებოს შეცდომები

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე პრემიერის განცხადებას, რომ ბათუმის მოვლენებზე პასუხისმგებლობა "ნაციონალურ მოძრაობას" ეკისრება, სამარცხვინოს უწოდებს.

მისივე თქმით, უმჯობესი იქნება, პრემიერმა  გადაბრალების ნაცვლად,   საკუთრ გუნდში ეძებოს შეცდომები:

„მორიგ ჯერზე სამარცხვინოა საქართველოს მთავრობის განცხადებები, პრემიერის პოზიცია, რომელიც ვერ იღებს ელემენტარულ რაღაცებზე პასუხისმგებლობას ქვეყანაში. ყველამ კარგად დაინახა, თუ როგორ სუსტად გამოიყურებოდა სახელისუფლებლო რეაქცია იმ ვანდალურ ფაქტებზე, რაც ხდებოდა ბათუმში და როგორ ვერ შეძლო ხელისუფლებამ ეფექტურად დაეცვა ადამიანის უფლებები, თუ სახელმწიფო ქონება, რომელიც იმ პერიოდში ნადგურდებოდა.  გადაბრალების ნაცვლად, საქართველოს პრემიერს ვურჩევთ, საკუთრ გუნდში ეძებოს შეცდომები და აიღოს ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქართულმა ოცნებამ, ხოლო გამოძიების შემდეგ თუ კი გამოიკვეთება რომელიმე თანამდებობის პირის პასიურობა, შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რა თქმა უნდა უნდა, დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი ისევე, როგორც გამოძიებული უნდა იყოს იმ ადამიანების საქმიანობა, რომლების  მოქმედებაც გასცდა ნორმალური, მშვიდობიანი აქციის ფორმებს და მიიღო დანაშაულებრივი ნიშნების სახე“, - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics